top of page
მთავარი / ფლოუთ თერაპია / ფლოუთ თერაპიის მეცნიერება
ფლოუთ თერაპიის მეცინიერება
არსებობს უამრავი მეცნიერული მტკიცებულება სხეულზე და გონებაზე ფლოუთ თერაპიის  სარგებელთან დაკავშირებით. აქ მოცემულია რამდენიმე საკვანძო პუნქტი ათწლეულების კვლევებიდან.

მეცნიერებმა Dierendonck-მა და Nijenhuis-მა ბოლო 27 სამეცნიერო კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ფლოუთ თერაპია:

• ამცირებს კორტიზოლის დონეს (როდესაც მაღალია, კორტიზოლს შეუძლია შეამციროს ჩვენი იმუნიტეტი  და გამოიწვიოს ხანგრძლივი სტრესი)

• ადაბლებს არტერიულ წნევას (სტრესის სიმპტომი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, დაბალი წნევა საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ სიმშვიდე)

• ზრდის საერთო კეთილდღეობას

• ამაღლებს კოგნიტურ მოქმედებებს

• აუმჯობესებს ქრონიკული დაღლილობის სიმპტომებს 

• აუმჯობესებს ძილს

ფლოუთ თერაპია და ტვინი

Justin Feinstein -მა, ოჰაიოს "Laureate institute for brain research"- ის მთავარმა ნეიროფიზიკოსმა, ფლოტაციის და ტვინის მთავარმა ავტორიტეტმა, აღმოაჩინა რომ ფლოუთ თერაპია ამცირებს აქტივობას ტვინის კონკრეტულ ადგილებში:

• ამცირებს შფოთვას

• ამცირებს უარყოფით ემოციებს

• ამცირებს ტკივილის აღქმას

• ამცირებს დაბნეულობას 

• ამცირებს მრავალი სერიოზული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გავლენას.

ინსტიტუტის უახლესმა კვლევამ ფლოუთ თერაპიის შესახებ ასევე დაადგინა, რომ:
 

„მონაწილეებმა აღნიშნეს სტრესის, კუნთების დაძაბულობის, ტკივილის, დეპრესიის და ნეგატიური ეფექტის მნიშვნელოვანი შემცირება, რასაც თან ახლდა განწყობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხასიათდება სიმშვიდის, დასვენების, ბედნიერების და ჯამური კეთილდღეობის მატებით.

 ამ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ ნახოთ თუ, როგორ საუბრობს მისი აღმოჩენების შესახებ 2016 წლის Float კონფერენციაზე.

ფლოუთ თერაპია სტრესის და ტკივილის შესამცირებლად

"The Human Performance Laboratory at Sweden's Karlstad University" შეისწავლიდა ფლოუთ თერაპიას სამი ათწლეულის განმავლობაში, შედეგად დადგინდა რომ ფლოუთ თერაპია:

  • აუმჯობესებს ძილს

  • ზრდის ენერგიას (არა მხოლოდ უკეთესი ძილის, არამედ ჰორმონის პროლაქტინის წარმოების გაზრდით)

  • ზრდის ოპტიმიზმს და გონებამახვილობას

  • ამცირებს შფოთვას და სტრესს

  • ამცირებს დეპრესიას

  • ამცირებს ტკივილის აღქმას
     

კვლევებმა ასევე დაადგინეს, რომ ფლოუთ თერაპიის შემდეგ ადამიანები ნაკლებად მოიხმარენ ალკოჰოლს.

bottom of page